logo
ENG



დოლიძე: „ქართული ოცნების" თანაგრძნობაც შერჩევითია

05 ნოე 201920:57
3 წუთის საკითხავი
 
a7bbt9mbgx8dkjj.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნაში წერია, რომ იუსტიციის საბჭოში კაცები ახდენენ თავდასხმას ქალ წევრებზე.

„ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ იუსტიციის საბჭოში კაცები ახდენენ თავდასხმას, შეურაცხყოფას, ცინიზმს, დაცინვას ქალი წევრების მიმართ. ამოიღო ამაზე ხმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ? სად იყო მაშინ „ქართული ოცნება?" იცით რატომ არ იღებენ ხმას? ესენი არიან კუდებით გადაბმული. ეს არის ნიანგის ცრემლები, როდესაც ამბობენ, რომ ქალების ბედი ადარდებთ. მათი თანაგრძნობაც შერჩევითია,“ - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტაზე შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა 25 ოქტომბერს წარუდგინა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 


close დახურვა